ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის საქმის სასამართლო განხილვა დაიხურა. სხდომების დახურვის შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა. პროკურორ გიორგი შაიშმელაშვილის განმარტებით, მოცემული საქმე სენსიტიურია, ეხება ოჯახურ დანაშაულს და შესაბამისად, სასამართლოზე პირადი ინფორმაციები გაჟღერდება. აქედან გამომდინარე, პროკურორმა ყველა სასამართლო პროცესის დახურვა იშუამდგომლა. ვეფხია ბაქრაძეს სახელმწიფო ბრალდება 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას, სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას, ძალადობას, მუქარას, გაუპატიურებასა და ქორწინების იძულებას ედავება. რაც 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
იხილეთ: