ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 5 სექტემბერს 40 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 97 მილიონი ლარი შეადგინა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.090 პროცენტით, მაქსიმალური 7.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.115 პროცენტით განისაზღვრა.