გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ წარმომადგენელი ეკა ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით ფორუმი უკვე მეოთხე წელია, იმართება და საინტერესოა, წელს რატომ გააპროტესტეს.გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილეა.მისი თქმით, ღონისძიების მონაწილეები მეოთხე წელია ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და კულტურულ ურთიერთობებს განიხილავენ.ღონისძიება რუსეთის პრეზიდენტის საგრანტო ფონდის მიერ ფინანსდება. ფორუმში სახელწოდებით – „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენის საქმეში“ მონაწილეობენ ჟურნალისტები და ბლოგერები რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.დელეგაციის სამი წევრი, ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევის გამო, 4 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს.