ქაოტური და უკონტროლო მშენებლობების პრობლემა თბილისში უკვე დიდი ხანია არსებობს. ბოლო დროს კი სეისმოლოგები და გეოლოგები კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხზე ალაპარაკდნენ. სპეციალისტების განმარტებით, საფრთხე, რომელიც მიწისძვრას შეიძლება მოჰყვეს, ძალიან დიდია და ახალაშენებული საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა სეისმომედეგობის კუთხით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებსსამშენებლო სამართლის ექსპერტის განმარტებით, საქართველოში შენობების სეისმომდგრადობას კანონმდებლობა ითვალისწინებს. თუმცა, უჩა ზაქაშვილის თქმით,სამშენებლო ნებართვის გაცემა გეოლოგიური კვლევების შემოწმების გარეშე ხდება. ცალკე პრობლემაა არაკვალიფიციური და ერთპირთან მოლაპარაკების გზით გაყიდული გეოლოგიური დასკვნები. სპეციალისტები მთავრობას სამშენებლო ობიექტებზე ახალი სტანდარტების დაწესებისა და სფეროს რეგულირების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.