საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ 337 სადავო საკითხზე იმსჯელა. სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის იყო ხანდაზმული დავალიანებები, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები, მრიცხველის საფასური, აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე კომპანიის დადგენილებების შესახებ არსებული დავები. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ჯამურმა ოდენობამ 164 ათას 409 ლარი შეადგინა.