თბილისის მერს, კახა კალაძესა და მისი მეუღლეს, ანუკი არეშიძეს მეოთხე შვილი შეეძინათ. ოჯახმა ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ბავშვს ნიკოლა დაარქვეს. ახალშობილი 3.290 კგ-ია. ის წყვილისთვის მეოთხე ვაჟია.როგორც კახა კალაძე წერს, ბავშვიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ.პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი, ლევან კალაძე 11 წლისაა, მეორე შვილი, კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, ვაჩე კალაძე კი 4 წლისაა.