საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და ვასილ მაღლაფერიძეს შორის რამდენიმე საათიანი ხმაურიანი განხილვა შედეგის გარეშე დასრულდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთვის ვადა გაუვიდათ .ახალი შეთანხმება საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისთვის საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს. თანამშრომლებისთვის გაუგებარია, რა გახდა მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი. გათავისუფლებული თანამშრომლები პრემიერთან და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, შეხვედრას ითხოვდნენ. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამდგმელი ტელეოპერატორი, ტელეოპერატორთა გილდიის პრეზიდენტი, ბესო ორმოცაძე, აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიაში შტატების გაბერვა GDS-დან ჟურნალისტების გადმოყვანამ გამოიწვია.