ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით ახალი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. საგამოძიებო კომისიის დასკვნაში საუბარია, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საქმის მასალებში აღმოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, რომმიხეილ კალანდიას ჩხუბისას ჰქონდა გარკვეული ნივთი, რომელსაც არასრულწლოვანები ტარს უწოდებდნენ. მასალაში ასევე ჩანს კალანდია აღნიშნულ საგანს როგორ აჩვენებს მის მეგობრებს და აღნიშნავს, რომ იმ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს.მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი.მოცემული ჩანაწერი გამოძიებისთვის საწყის ეტაპზევე იყო ხელმისაწვდომი, თუმცა კომისიის შექმნამდე გამოძიებას და პროკურატურას არ დაუფიქსირებია ეს მნიშვნელოვანი, საკვანძო დეტალი.