საქართველოს პრეზიდენტის მიმდინარე და პარლამენტის უახლოეს არჩევნებზე "სამოქალაქო მოძრაობა - ძალა ერთობაშია" მონაწილეობას ერთიან კოალიციად მიიღებს. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ნიკა მაჭუტაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელსაც გაერთიანების სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ.