სენაკის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლების Agile Spirit 2018-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა, რის შემდეგაც წუთიერი დუმილით პატივს მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება Agile Spirit 2018 საქართველოში მერვედ იმართება. ის პირველ სექტემბერს დაიწყო და 11 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლების სცენარი ემყარება თავდაცვა, შეტევისა და სტაბილურობის ოპერაციებს. წლევანდელ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 10 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.