დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20%. ამის მიუხედავად, ეს რჩება უხეშ უსამართლობად, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თსუ-ს სტუდენტის, კონსტანტიტე შუბითიძის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.იქამდე მერკელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემაზე შეკითხვა კიდევ ერთმა სტუდენტმა მარიამ ქვათაძემ დაუსვა, თუმცა პასუხისას გერმანიის კანცლერს სიტყვა „ოკუპაცია“ არ გამოუყენებია და რუსეთის ქმედებები უბრალოდ „უსამართლობად“ შეაფასა. შუბითიძის მორიგი შეკითხვა სწორედ ამას მოჰყვა.