„რა თქმა უნდა, გერმანია მხარს გიჭერთ, სწორედ ამიტომ ვარ აქ!“ - ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამას თბილისში მისი ვიზიტიც ხელს შეუწყობს. მისი თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს დაახლოებით 199 მილიონი ევროს ღირებულების ორ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი. გერმანიის კანცლერს მიმართა პრემიერ მინისტრმაც. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ევროპული გზა ქართველი ხალხის არჩევანია და მთავრობა ამ გზის ერთგულია. „დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ერთგული მოკავშირის, გერმანიის მხარდაჭერა“ - განცხადა ერთობლივ პრესკონფერენციაზე საქართქველოს პრემიერ მინისტრმა.