12 თებერვალს აშშ-სა და კანადაში ტრადიციულად ზაზუნის დღე აღინიშნება. როცა ზამთრის ძილის შემდეგ სოროდან გამომძვრალი პატარა მღრღნელის ქცევაზე დაკვირვებით, ადგილობრივები გაზაფხულის მოსვლას წინასწარმეტყველებენ. ითვლება რომ თუ ზაზუნას ჩრდილი მიწაზე ეცემა მაშინ ზამთარი კიდევ 6 კვირას გაგრძელდება, სხვა შემთხვევაში კი გაზაფხულის დადგომამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. 1993 წელს ჯერ შეერთებული შტატების, მერე კი მთელი მსოფლიოს კინოეკრანებზე ჰაროლდ რემისის ახალი ნამუშევარი გამოვიდა, რომელშიც მაყურებელს პენსილვანიის შტატის პატარა ქალაქ პანქსატონში სწორედ ზაზუნის დღეზე მომხდარი უცნაური ისტორია მოუთხრო. ფილმის ერთი შეხედვით რთული სიუჟეტი, სინამდვილეში ძალიან სახალისოა.