საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის გარეშე მეწარმეები 20-ზე მეტი ფიზიკური პირისგან ფინანსების მოზიდვას ვეღარ შეძლებენ. კანონის თანახმად, მეწარმე სუბიექტს ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფს უფლება არა აქვს, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრაციის, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზიის ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე 20-ზე მეტი ფიზიკური პირისაგან მოიზიდოს დაბრუნებადი ფულადი სახსრები. ასევე იკრძალება პირთა ფართო წრისაგან დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის რეკლამირება.