ფარმაცევტული ბაზრიდან ბოლო 7 თვეში 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს - Palitra News

ფარმაცევტული ბაზრიდან ბოლო 7 თვეში 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს

2018-08-20 12:00:53+04:00

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868 ერთეული მედიკამენტი ამოიღეს. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ფარმაცევტული პროდუქტები სამკურნალო საშუალებისა და სერიული აღრიცხვის, ინსტრუქციით დადგენილი შენახვის პირობების, განადგურების თაობაზე დადგენილი წესების დარღვევით არსებულ ფარმაცევტულ საშუალებებს წარმოადგენდა ან საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოსული და არარეგისტრირებული სამკურნალო პროდუქტები იყო. 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე ყველაზე ხშირ შემთხვევაში საქართველოში, პოლონეთსა და უკრაინაში წარმოებული მედიკამენტების ჩამორთმევის ღონისძიებები გატარდა.