იაპონიაში პირველი ციფრული მუზეუმი გაიხსნა. პროექტს ახორციელებს იაპონელ ხელოვანთა გუნდი სახელად teamLab Borderless. როგორც ცნობილია, ციფრულ მუზეუმში ხელოვნების ნიმუშები თავისუფლად გამოდიან ოთახებიდან და ერთმანეთში ირევიან. მასიურ კომპლექსში 10,000 კვადრატულ მეტრ სივრცეში განლაგებულია 520 კომპიუტერი და 470 პროექტორი, რომლებიც ერთობლიობოაში სრულიად განსხვავებულ სამყაროს ქმნიან. განსაცვიფრებელი ობიექტები უსასრულოდ ტრიალებენ სამ განზომილებაში. პროექტის ორგანიზატორების თქმით, გამოფენა სახელად borderless მიზანდ ისახავს ყველანაირი საზღვრის დარღვევას ადამიანებსა და ხელოვნების ნიმუშებს შორის. იაპონელების კოლექტივმა გამოფენას Borderless World (სამყარო საზღვრებს გარეშე) დაარქვა იმისთვის, რომ უკეთ გადმოსცეს ინსტალაციების თავისუფლად მოძრაობის ბუნება. სივრცე აერთიანებს 50-მდე ნამუშევარს. გამოფენა უკვე ოფიციალუტრად გაიხსნა ტოკიოში და დამთვალიერებლებსაც იღებს. უფრო მეტიც, ვიზიტორები შედიან ციფრულ ნამუშევრებში და მათი ნაწილი ხდებიან. როგორც ამბობენ, ადამიანების ქცევა განსაზღვრავს ნამუშევრების მოძრაობას. teamLab Borderless- ის გუნდმა პროექტი საგამოფენო სივრცე mori building-თან ერთად განახორციელა. სივრცემ ხელოვანთა ჯგუფს თავისი შენობა დაუთმო იმისთვის, რომ მასიური ციფრული ნამუშევრები გაეცოცხლებინათ. იდეის ავტორების თქმით, ისინი ბევრ საინტერესო სანახაობას პირდებიან მნახველებს. გამოფენა იქნება მუდმივად ცვალებადი. შენობა დაყოფილია 5 სხვადსხვა ზონად, სადაც სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრები გამოისახება და მოძრაობს. კალეიდოსკოპისმაგვარი ნამუშევრები დაპროგრამებულია ისე, რომ გაიშალონ დამთვალიერებლებთან ურთიერთქმდების შედეგად. მაგალითად Forest of Lamps (სანათების ტყე) ინთება ადამაინის ოთახში შესვლის შედეგად, მაშინ როდესაც სვხა ოთახში ჭიქები და ჩაიდნები ცოცხლდებიან და ყვავილებად იქცევიან ადამიანთან ინტერაქიის დროს. როგორც ცნობილია, მორის ციფრულ მუზემში შესვლა 3,200 იაპონური იენი ჯდება.