კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" შარტავას ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, შარტავასქუჩაზე 2.3კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების მაგისტრალური ქსელი შეიცვლება. ხოლო სამუშოების პირველ ეტაპზე კომპანიამ კოსტავას ქუჩაზე 0.5 კმ წყალარინების ქსელი განაახლა.წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 27 ურდული თანამედროვეტე ქნოლოგიების გამოყენებით დამონტაჟდება. პროექტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიონ ლარზემეტს შეადგენს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურში" ამბობენ, რომ კომპანია ორიენტირებულია სამ მთავარ მიმართულებაზე: ესენია: წყალმომარაგების მაღალი ხარისხის ინფასტრუქტურის მოწყობა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და დარგის სპეციალისტების განვითარება. თბილისის სტაბილური წყალმომარაგების მიზნით კომპანია მსხვილ ინფრატსრუქტურულ პროექტებში მომდევნო სამი წლის განმავლობაში 200 000 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.