საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაასაპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს რომ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატზე პოზიციის დაფიქსირება არ ეჩქარებათ. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველ გუნდში ჯერ გადახედავენ არსებულ სპექტრს და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიივიღებენ. როგორც მანვე აღნიშნა, საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს, საბოლოოა.ამ გადაწყვეტლებას არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ შეთანხმებას არ იზიარებს და საკითხს უმრავლესობის უახლოეს სხდომაზე დააყენებს. ხუნდაძეს რამდენიმე არგუმენტი აქვს. ამასთან ის ამბობს, რომ მარტო არ არის და თავის არგუმენტებს მმართველ პარტიას გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად შესთავაზებს. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნებამ“ შეიძლება მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.