სავარაუდოდ, ბევრი სათამაშო ბავშვის ჯანმრთელობისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს, რადგანაც პლასტიკი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს უსაფრთხოების საერთაშორისო წესებს. ეს დასკვნა პლიმუტის უნივერსიტეტის თანამშრომლების მიერ ჩატაებული კვლევის შედეგად გაკეთდა.
სპეციალისტებმა შეისწავლეს სამხრეთ-დასავლეთ ინგლისის საბავშვო ბაღებისა და საქველმოქმედო მაღაზიების პლასტიკის 200 დაზიანებული სათამაშო. მათ შორის მანქანები, მატარებლები, კონსტრუქტორები და ფაზლები. ბავშვებს შეეძლოთ ყველა სათამოშოს დაღეჭვა. მკვლევრებმა გამოიყენეს რენტგენოფლუორესცენციური სპექტრომეტრიის მეთოდი.მეცნიერებმა სათამაშოებში აღმოაჩინეს საშიში ნივთიერებები. ბევრ კონსტრუქტორში, ფიგურასა და მოსართავებში მაღალი კონცენტრაციით აღმოჩნდა ბარიუმი, ბრომი, კადმიუმი, ქრომი, ტყვია და სელენი. გარდა ამისა, ექსპერიმენტის მსვლელობისას გაირკვა, რომ კუჭში ზოგიერთი სათამაშო დასაშვებ ნორმაზე მაღალი კონცენტრაციით ბრომს, კადმიუმსა და ტყვიას გამოჰყოფდა.