ვენეცია ის ქალაქია, რომლის მხოლოდ ხსენებაზეც კი ათასი სურათი წარმოგვიდგება თვალწინ. გონდოლები, არხები, რომანტიკული შეხვედრები, საწამლავი, დანა, ლიტერატურული პერსონაჟები, ისტორიული ფილმის გმირები. ერთი სიტყვით ის, რაც ცნობიერი ცხოვრების მანძილზე უგროვდება ადამიანს. იმის თქვა კი არ გვსურს, რომ ამ ყველაფერს ვენეციაში ჩასვლისას ნახავთ, პირველ რიგში საწამლავსა და ხანჯალს, მაგრამ ამით თქვენი წარმოდგენა ვენეციის, როგორც ქალაქის განსაკუთრებულობაზე არ შეიცვლება.