ჯანდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს საკითხზე, რომელიც სერტიფიცირებული ექიმების კვალიფიკაციის პერიოდულად გადამოწმებას გულისხმობს. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ რეფორმაზე მსჯელობას დაახლოებით ერთი წელი ან წელიწადნახევარი დასჭირდება. რაც შეეხება მისი დანერგვის ფორმებს, როგორც დეპუტატმა განმარტა, შესაძლოა, კრედიტსაათებისა და ჩათვლების სისტემა აღდგეს.