კონკურენციის სააგენტომ "სადაზღვევო კომპანია უნისონის" საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაასრულა. საქმე ბანკების მიერ გაცემული წინასწარი ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საბანკო გარანტიების მოთხოვნას შეეხებოდა. მოკვლევის ფარგლებში, ელექტრონულ ტენდერებთან მიმართებაში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის დარღვევის ფაქტი დადგინდა. ცნობისთვის, აღნიშნული მუხლი სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობას გულისხმობს.კონკურენციის სააგენტომ შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციებს, ასევე საქართველოს ბიზნესომბუდსმენს რეკომენდაციები წარუდგინა.