ალბათ დაუჯერებლია, მაგრამ მალე შესაძლებელი იქნება ადამიანის ნაყოფის ხელოვნურ საშვილოსნოში გზარდა. ცოტა ხნის წინ მეცნიერება ბატკანი ხელოვნურ საშვილოსნოში წარმატებით გაზარდეს. ბატკანი 110 დღის იყო, როდესაც ის ნაადრევად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი გაჩნდა. ის ფაქტობრივად 23 კვირის ბავშვის ხნის იყო. მომავალი თვე ბატკანი ხელოვნურ საშვილოსნოში იმყოფებოდა. ის იზრდებოდა და იკვებებოდა პლასტმასის პარკში. ხელსაწყო შეიქმნა რათა ბუნებრივი საშვილოსნოს მაგივრობა გაეწია. მეცნიერები ფიქრობენ, ექსპერიმენტი სახელად ბიოჩანთა წარმატებას მოიპოვებს და არაერთი მიმართულებით იქნება გამოყენებული. იდეის ავტორების თქმით, ამ ტექნოლოგიის გამოყენება აქტიურად შეიძლება იმ ჩვილების გადასარჩენად, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ ან ნაადრევად გაჩნდნენ. როგორც ამბობენ, ცხოველების ნაყოფზე დაკვირვება და ექსპერიმენტების ჩატარებვა კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება. ბატკნები, რომლებიც ხელოვნურ გარემოში ჩამოყალიბდნენ ამ ეტაპზე დაკვირვებას გადიან. როგორც ამბობენ, მათი ფიზიკური მდგობარეობა და შესაძლებლობები ჯერჯერობით აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რაც ბუნებრივად გაჩენილ ბატკანს მოეთხოვება.ექსპერიმენტის ფარგლებში 8 ბატკანი იმყოფებოდა ხელოვნურ საშვილოსნოში, ეგრეთწოდებულ გიგანტურ პარკებში, ოთხი კვირის განმავლობაში. დაკვირვებების შედეგად დაასკვნეს, რომ მათი ტვინი და ფილტვები ჩვეულებრივბად განვითარდა. მათ თვალებიც გაახილეს, ამოძრავდნენ და ყლაპვაც კი ისწავლეს. იდეის ავტორების თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯები ხელოვნური საშვილონოს განსავითარებლად. ექსპერტების თქმით, ერთ დღეს ხელსაწყოს გამოყენება ადამიანების ნაყოფზეც იქნება შესაძლებელი. ალან ფლეიკი, ქირურგი ფილადელფიის ბავშვთა ჰოსპიტალში ამბობს, რომ ექსპერიმენტი ერთი შეხედვით სამეცნიერო ფანტასტიკას გავს, რადგან ის გულისხმობს ემბრიონის ხელოვნურ გარემოში განვითარებას, დედის მონაწილეობის გარეშე, თუმცა ფიქრობს, რომ მისი პრაქტიკაში დანერგვა და მედიცინაში გამოყენება სავსებით შესაძლებელია.