მწვავე დაპირსპირების ერთ-ერთი საკითხი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მირზა სუბელიანისა და ირაკლი ფიფიას ურთიერთ კავშირები გახდა. კომისიის წევრებმა შს მინისტრს სთხოვეს შეფასება იმ ფაქტზე რომ შსს-ს წარმომადგენელმა ფიფიამ, საგამოძიებო კომისიას გამოკითხვისას განუცხადა, რომ ის არ იცნობდა მირზა სუბელიანს, რაც კომისიის წევრების თქმით ტყუილია. გიორგი გახაირას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დეკემბერში სუბელიანსა და ფიფიას შორის განხორციელებული სატელეფონო ზარების ამონაწერიც წარუდგინეს, რაც მათი თქმით, სწორედ იმის დასტურია რომ პროკურატურისა და შსსს-ს წარმომადგენელებს მუდმივი კონტაქტი ჰქონდათ ერთმანეთთან და ერთმანეთს იცნობდნენ. მინისტრმა გახარიამ კი, კომისიის წევრებს კრიტიკულად უპასუხა და აღნიშნამ რომ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ისეთი პირები გამოიკითხნენ, რომლებიც სერტიფიცირებული არ იყვნენ მოზარდების მკვლელობის საქმეში.