ვის მისცემდა ხმას მოსახლეობა, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს - NDI-ის კვლევა - Palitra News

ვის მისცემდა ხმას მოსახლეობა, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს - NDI-ის კვლევა

2018-08-01 13:10:48+04:00

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა, 32% აცხადებს, რომ ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, არ იცის, თუ რომელ კანდიდატს მისცემდა ხმას.

ამასთან, კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ კანდიდატს, 12% "ქართული ოცნების" კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 10%-"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, 6% - გიორგი მარგველაშვილს, 6% - დავით ბაქრაძეს, 4% შალვა ნათელაშვილს, 7%- სხვა კანდიდატებს.