ადვოკატ მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მეუფე გრიგოლმა ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძისგან ისეთი რამ შეიტყო, რის თქმასაც მხოლოდ წმინდა სინოდის წინაშე აპირებს. როგორც ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მეუფე გრიგოლთან ერთად იგი გუშინ საპატიმროში არ იმყოფებოდა, თუმცა აღნიშნული მისთვის ცნობილი მოგვიანებით გახდა. "მეუფეებთან ერთად საპატიმროში არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ვიცი, მეუფე გრიგოლმა ბრძანა ასეთი რამ: ერთ–ერთ კითხვაზე მამა გიორგისგან ისეთი რამ გავიგე, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ წმინდა სინოდზე ვიტყვიო“. ეს მეუფემ იქ მყოფ ჟურნალისტებს განუცხადა", – აღნიშნა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა. მისივე თქმით, მეუფე გრიგოლს არ დაუკონკრეტებია, თუ რა შეიტყო მამა გიორგისგან.