ალბათ ბევრჯერ გინატრიათ ზაფხულის ცხელ დღეებში, მცხუნვარე მზის ქვეშ სანაპიროზე ან ბუნებაში გაგრილებულიყავით. ახლა ეს უკვე შესაძლებელია პორტატული ჰაერის კონდიციონერით Zero Breeze. როგორც ამბობენ, ეს არის მსოფლიოს პირველი ყველაზე თანამედროვე და პორტატული ჰაერის კოდიციონერი. მულტიფუნქციური კონდიციონერის შემქმნელების თქმით, ის შეგიძლიათ წაიღოთ და გამოიყენოთ ნებისმიერ ადგილას. მოწყობილობა არ გამოსცმეს ხმას და მსუბუქია. ის არამარტო ყველაზე კომფორტული პორტატული კოდიციონერია, არამედ ასევე აერთიანებს ბლუთუზის სპიკერს, სანათსა და მობილურის დამტენს. მას აქვს 2 USB პორტი მობილურის დასატენად. გაგრილების გარდა თქვენ შეგიძლიათ სანაპიროზე ან ბუნებაში მოუსმინოთ მუსიკას ან გაანათოთ კარავი. როგორც კომპანიაში ამბობენ, პროდუქტზე 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მოწყობილობას შეუძლია დიდი ოთახის (50 კვადრატული მეტრის) გაგრილება და ტემპერტურის 7 გრადუსამდე დაყვანა. მისი გამოყენება შესაძლებელია ისევე როგორც სახლში და ოფისში, ასევე ბუნებაში, კარავში ან სანაპიროზე. მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს როგორც ჩვეულებრივმა კონდიციონერმა, ასევე საკუთარი ენერგო ბანკის გამოყენებით. გამაგრილებელს შეუძლია 5 საათის განმავლობაში საშუალო რეჟიმზე და 3-საათნახევარის განმავლობაში ძლიერ რეჟიმზე მუშაობა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, თქვენ შეგიძლიათ გამაგრილებელი სახლში ელექტროენერგიის გამოყენებით ამუშაოთ, ხოლო გარეთ ენერგო ბანკის მეშვეობით. მოწყობილობა მარტივად იმართება ღილაკებით.