საჩხერის რაიონის სოფელ სავანეს მოსახლეობა მათი საცხოვრებლების მიმდებარედ, დამატებითი ქვიშის კარიერის ამოქმედებას აპროტესტებს.სოფლის მცხოვრებლების თქმით, სავანესთან ახლოს კარიერები უკვე ფუნქციონირებს, შედეგად, მათი სახლების წინ ქვიშით დატვირთული მძიმე ტექნიკა უწყეტად მოძრაობს, მტვრით დაბინძურებული ჰაერის გამო კი სოფელში სასუნთქი გზებისა და სიმსივნურმა დაავადებებმა იმატა. ამასთან, სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას. ახალი კარიერის გახსნის შედეგად კი, სავანის გზაზე ყოველდღიურად დამატებით 150-მდე სატვირთო ავტომობილი ივლის, ქვიშით დატვირთვა კის აცხოვრებელი სახლებდიან 100 მეტრში მოხდება. მოსახლეობის თქმით, სოფელში ცხოვრება უკვე შეუძლებელია და, სახელმწიფოს, კერძო მეწარმეებზე, ქვიშის მოპოვებისთვის გაცემული ლიცენზიების გაუქმებას სთხოვენ.სავანის მცხოვრებლები ახალი კარიერის გახსნაში კიდევ ერთ საფრთხეს ხედავენს. კერძოდ, მათი ინფორმაციით, სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია, აქ ადრე მიწისძვრის შემთხვევაც დაფიქსირდა და საცხოვრებლების ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა, ახალი კარიერი კი მსგავს საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის. გარდა ამ პრობლემებისა, მოსახლეობა რეგიონში შესულ ახალ კომპანიას ასწლოვანი, წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების გაჩეხვასაც ედავება.იცქისის ქვიშის მოპოვების ნებართვა ადგილობრივმა კომპანიამ წელს მიიღო. კომპანია ,,იცქისის ქვიშის“ დირექტორი ნოდარ ბუღაძე, მოსახლეობის მოთხოვნას სუბიექტურს უწოდეს. მისი განმარტებით, ადგილობრივებს დისკომფორტს სხვა კომპანიები უქმნიან, ისინი კი მაინც ახალი კარიერის გაჩერებას მოითხოვენ. ბუღაძე ხეების მოჭრის ფაქტსაც უარყოფსსახელმწიფომ, მიმდინარე წელს, ამ ტერიტორიაზე ქვიშის მოპოვებისთვის ჯამში 28 ლიცენზია გასცა. სავანეში ჰაერისა და წყლის დაბინძურების მაჩვენებლები ამ დრომდე არ არის შესწავლილი, შესაბამისად, უცნობია, რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს სოფლისთვის, კიდევ ერთი კარიერის სრული დატვირთვით ამოქმედება.