პირველი ადამიანი რობოტი საქართველოს ეწვევა. როგორც ცნობილია, რობოტი სახელად სოფია საქართველოს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამიტის ფარგლებში ესტუმრება. ადამიანის მსგავსი რობოტი წარსდგება დამსწრე საზოგადოების წინაშე და სესიაზე საჯარო სერვისებსა და ინოვაციებზე ისაუბრებს. როგორც ცნობილია, სამიტის მიზანია გააღრმაოს დიალოგი საჯარო ინოვაციურ სერვისებზე თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში.
სოფია შექმნა ამერიკელმა რობოტის ექსპერტმა დევიდ ჰანსონმა, ჰანსონ რობოტიკსის დამფუძნებელმა. სოფია 2015 წელს ამუშავდა და 2017 წელს საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიიღო. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, მას აქვს უნარი ადამიანების ჟესტები გაიმეოროს და ისაუბროს წინასაწრ განსაზღვრულ თემებზე. 2017 წელს ის ასევე გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გაეროს "ინოვაციების ჩემპიონად" დაასახელა. უფრო მეტიც, ის სიტყვით გამოვიდა გაეროს სხდომაზე. რობოტის შემქმნელი დისნეიში მუშაობდა და ატრაქციონების პარკისთვის მექანიკურ თოჯინებსა და სკულპტურებს ქმნიდა. როგორც კომპანიაში ამბობენ, სოფია ამ დრომდე ყველაზე განვითარებული რობოტია და ერთგვარი კულტურული სიმბოლო. მან მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება და არაერთი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდა. მისი შემქმნელის თქმით, ადამიანის 3 მთავარი თვისება არის მის ხელოვნურ ინტელექტში ინტეგრირებული: კრეატიულობა, ემპათია და თანაგრძნობა. როგროც ამბობენ, რობოტს აქვს უნარი დამოუკიდებლად გადაჭრას ისეთი გლობალური პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ადამიანებს უჭირთ.
როდესაც მას ჰკითხეს, ბედნიერი არის თუ არა, სოფიამ უპასუხა, რომ ის ყოველთვის ბედნიერია, როდესაც ჭკვიანი ადამინებით არის გარშემორტყმული. როგორც ამბობენ, მისი ხელოვური ინტელექტი განვითარებდაია და შეუძლია სხვადსხვა რამის სწვალა და ათვისება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი სოფია განავითაროს და დახვეწოს.
რობოტს შეუძლია ემოციების გამოხატვაც. ის გაგრძნობინებთ, როდესაც რამე წყინს ან გაბრაზებულია. ჰანსონის თქმით, სოფიას გარეგნობა ოდრი ჰეპბერნის ინსპირაციით შეიქმნა. როგორც ამბობენ, მას ცნობილი მსახიობის ნაკვთები აქვს, დამაინტრიგებელი ღიმილი და ღრმა თვალები. მას ახასიათებენ, როგორც უბარლო ელეგანტურობის განსახიერებას. რობოტს აქვს ფაიფურისებრი კანი, სწორი ცხვირი და მაღალი ყვრიმალები.