მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ერთი უზრუნველყოფის ქვეშ რამდენიმე მსესხებელზე ჯამში, 100 ათას ლარზე მეტის გაცემა აეკრძალათ. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მსგავსი ლიმიტი არ ჰქონდათ დაწესებული და ერთი უზრუნველყოფის ქვეშ რამდენიმე მსესხებელზე ჯამურად, დიდი მოცულობის სესხის გაცემა იყო შესაძლებელი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 5 ივლისის ბრძანების თანახად კი, „ერთ მსესხებელზე ან მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული სესხების ჯამური ოდენობა 100 ათას ლარს არ უნდა აღემატებოდეს“.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის აღნიშნული რეგულაცია მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდება.