საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ტყიბულში მომხდარ ფაქტზე საუბრობენ. ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე ტყიბულში დროებითი მმართველის საჭიროებაზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა პარლამენტის თავჯმდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რაზეც ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ახლა ვინმესკენ ხელის გაშვერის დრო არ არის. მისივე თქმით, შესაცვლელია სოციალური წესრიგი და ისევე როგორც დასაქმებულებთან, ასევე კომპანიასთან საუბრების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.გარდა ამისა, აღნიშნა, რომ მინდელის შახტის დახურვა მას დაგვიანებულად მიაჩნია.