ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიაში მოყვა ოჯახი 2 მცირეწლოვანი ბავშვით - გარდაიცვალა ერთი წევრი, დანარჩენი 4 კი დაშავებულია - Palitra News

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიაში მოყვა ოჯახი 2 მცირეწლოვანი ბავშვით - გარდაიცვალა ერთი წევრი, დანარჩენი 4 კი დაშავებულია

2018-07-14 16:24:21+04:00

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილში ერთი ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, ავარიის დროს დაშავდა ორი ბავშვი, დედა და ბებია, ბავშვების მამა კი გარდაიცვალა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ბავშვები ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. რაც შეეხება ბავშვების დედას და ბებიას, ისინი ბათუმის კლინიკაში არიან გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

იხილეთ:

გარდაიცვალა ორი ჩვილი, რომლებიც ოჯახთან ერთად ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიაში მოყვნენ - ადგილზე დაიღუპა ბავშვბიც მამა