"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დედაქალაქისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა. ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად შეიცვალა. ჯივიპიმ აღნიშნულ პროექტში 370 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა.რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა და ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია დღეს ღამის საათებში განახორციელებს, რის გამოც საღამოს 21:00 საათიდან ხვალ, 14 ივლისის, დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება, ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის, ფალიაშვილის, აბაშიძის ქუჩების ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს.