ტაქსის მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, მიკრომეწარმეებად დარეგისტრირდნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცვლილება "სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის შესახებ" მთავრობის დადგენილებაში შევიდა. ცვლილების თანახმად, ლიცენზირებადი საქმიანობებით დაკავებული პირები მიკრომეწარმეებად დარეგისტრირებას შეძლებენ. შესაბამისად, ტაქსის მძღოლებს არ ექნებათ არანაირი საგადასახადო და სალარო აპარტის ქონის ვალდებულება. ამასთან, მათი საქმიანობა ყველა გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 2018 წლის შემოდგომიდან ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას იწყებს.