სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის სრულად ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის კერების ლოკალიზებაში ვერტმფრენი დღეს კვლავ ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თქმით ადგილზე ცეცხლის რამდენიმე კერა დარჩენილია და ძირითადად დაკვამლიანება შეინიშნება.მათივე ინფორმაციით, 150-მდე მეხანძრე-მაშველმა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განაახლა. ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მუშაობენ თბილისის, შიდა ქართლის და იმერეთის მეხანძრე-მაშველებიც. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძის თქმით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მეხის დაცემაა. ლენტეხში, სოფელ ზესხოს ტყეში ხანძარი 2 დღის წინ გაჩნდა.