2017 წელს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე იპოთეკით დატვირთული ათას 695 უძრავი ქონება გაყიდა, საიდანაც, ათას 258 საცხოვრებელი ფართი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ გაყიდული იპოთეკით დატვირთული ქონების კრედიტორებს ყველაზე ხშირად ფიზიკური პირები და კომერციული ბანკები წარმოადგენენ.
კერძოდ, 649 შემთხვევაში აუქციონზე ფიზიკურ პირებთან იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდა; 625 შემთხვევაში - ქონება ბანკების მიერ გაიყიდა; 292 შემთხვევაში - მიკროსაფინანსო ორგანიზაციების; 129 შემთხვევაში კი სხვა იურიდიული პირების მიერ.