იაპონიაში დარეგისტრირებულ უცხოური ლაბორატორიების ჩამონათვალს ოთხი ქართული ლაბორატორია დაემატა, რაც იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის პროცედურებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. კერძოდ, იაპონურმა მხარემ „საზღვარგარეთის ოფიციალური ლაბორატორიების“ ჩამონათვალში: შპს „ღვინის ლაბორატორია“, შპს „ნორმა“, „შპს „მულტიტესტი“ და შპს „ექსპერტიზა+“ შეიყვანა.როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, იაპონიის საბაჟოზე საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის დამატებითი ლაბორატორიული შემოწმება და სერტიფიცირება ხდებოდა, რაც დამატებით ხარჯებსა და პროცედურულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით იაპონიაში საქართველოდან ექსპორტირებულია 130 ათასზე მეტი ბოთლი ღვინო, რაც 200%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.