დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისის აეროპორტში ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში მომწამვლელი სითხე დაღვარა - Palitra News

დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელმაც თბილისის აეროპორტში ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში მომწამვლელი სითხე დაღვარა

2018-07-05 11:10:49+04:00

თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაღვრის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს. რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულის სახითაა დააკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.

იხილეთ:

როგორია თბილისის აეროპორტში მოწამლული პაციენტების მდგომარეობა? - ტოქსიკოლოგის ინფომარცია

პანიკა და მოწამლულები თბილისის აეროპორტში - ტერიტორიაზე მხუთავი აირით სავსე სპეციალური აღჭურვილობა შეაგდეს