შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უწყების საგამოძიებო ნაწილის თანამშრომელმა, იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა.ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას გუშინდელ სხდომაზე თბილისის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა უნდა გამოეკითხა, თუმცა სიგუა პარლამენტში არ გამოცხადდა. კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, გამომძიებელი ირაკლი ფიფია და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძე მივიდნენ, რომლებმაც არ უპასუხეს კითხვებს, თუ რატომ არ გამოცხადდა სხდომაზე სიგუა.საგამოძიებო კომიიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ კომისიას შეტყობინება არ მიუღია იმასთან დაკავშირებით, რომ სიგუა შეუძლოდაა.„ჩვენ მის მიმართ კითხვები გვაქვს და ნებისმიერ შემთხვევაში, მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ეს გარდაუვალია, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა თანამდებობის პირს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.