თბილისის იუსტიციის სახლთან არასრულწლოვნის პოლიციაში გადაყვანას პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.მათივე ინფორმაციით, მოზარდი დაკავებული არაა, ის განყოფილებაში დასაკითხად წაიყვანეს და მშობლების ან სოციალური აგენტის თანდასწრებით დაიკითხება.