ეს რეკომენდაციები, რომელიც კომისიაშია ინიცირებული, არ იქნება ერთადერთი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კაპანაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო არამხოლოდ კონკრეტულ რეკომენდაციებს, არამედ კომისიაში მიმდინარე მუშაობასაც.ამასთან, საგამოძიებო კომისის თავმჯდომარე აცხადებს რომ ორივე რეკომენდაცია სამართლებრივად მყარია და საქმის მასალებიდან გამომდინარეობს. შეგახსენებთ, საუბარია ორი რეკომენდაციაზე, რომელიც ეხება ერთის მხრივ ხორავას ქუჩაზე მომხდარის დროს კიდევ ერთი არასრულწლოვანის(გ.მ.) დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას და მეორე - ერთ-ერთი პირის მიმართ (მ.კ.) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციას.