ძიძას, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, პატიმრობა შეეფარდა - მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება - Palitra News

ძიძას, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, პატიმრობა შეეფარდა - მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

2018-06-23 15:12:33+04:00

47 წლის ძიძას, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესს ტყუპების მშობლები და ბრალდებულის ოჯახის წევრები არ დასწრებიან. მოძალადე ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული პირი მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.

47 წლის ძიძას, რომელიც 6 თვის ტყუპებს სისტემატურად სცემდა, პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო პროცესს ტყუპების მშობლები და ბრალდებულის ოჯახის წევრები არ დასწრებიან. მოძალადე ძიძას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, 1971 წელს დაბადებული პირი მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.

იხილეთ: ბინაში დამონტაჟებულმა ფარულმა კამერამ დააფიქსირა, როგორ სცემს ძიძა მცირეწლოვან ტყუპ და-ძმას: ბრალდებული ქალი შსს დააკავა