ბინაში დამონტაჟებულმა ფარულმა კამერამ დააფიქსირა, როგორ სცემს ძიძა მცირეწლოვან ტყუპ და-ძმას: ბრალდებული ქალი შსს დააკავა - Palitra News

ბინაში დამონტაჟებულმა ფარულმა კამერამ დააფიქსირა, როგორ სცემს ძიძა მცირეწლოვან ტყუპ და-ძმას: ბრალდებული ქალი შსს დააკავა

2018-06-22 22:16:31+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ი. ტ. მცირეწლოვნებზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2017 წელს დაბადებულ ტყუპ და-ძმას, სისტემატურად სცემდა. ბინაში ოჯახის წევრების მიერ ფარულად დამონტაჟებულმა ვიდეოსათვალთვალო კამერამ ბავშვებზე მისი ძალადობრივი ქმედება დააფიქსირა, რის შესახებაც მცირეწლოვნების დედამ პოლიციას შეატყობინა.გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.