რას ყვება თვითმხილველი იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაზე? - "5-6 ხმა იყო, ფეიერვერკს, რომ ისვრიან ისეთი" - Palitra News

რას ყვება თვითმხილველი იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაზე? - "5-6 ხმა იყო, ფეიერვერკს, რომ ისვრიან ისეთი"

2017-04-06 11:13:14+04:00

იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

იხილეთ: იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს