იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს - Palitra News

იოსებიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - ის საავადმყოფოში გადაიყვანეს

2017-04-06 10:06:00+04:00

იოსებიძის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები ამ დრომდე მუშაობენ.

იხილეთ:

რას ყვება თვითმხილველი იოსებიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაზე? - "5-6 ხმა იყო, ფეიერვერკს, რომ ისვრიან ისეთი"

ექიმის კომენტარი იოსებიძის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე