რა დაგხვდებათ დღეს თავისუფლების მოედანზე? - ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისის აღსანიშნად იმართება - Palitra News

რა დაგხვდებათ დღეს თავისუფლების მოედანზე? - ღონისძიებები, რომლებიც 26 მაისის აღსანიშნად იმართება

2017-05-26 10:26:10+04:00

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით გაიხსნება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს. საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

იხილეთ: დავით ნარმანიამ მეუღლესა და შვილთან ერთად 26 მაისის გამოფენები დაათვალიერა

"ქაჯეთის ციხე" და "მიჯნურობის ხეივანი" - რუსთაველის გამზირზე ვეფხისტყაოსნის ეპოქაში დაბრუნდებით