26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 26 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების მთავარი თემატიკა შოთა რუსთაველი და "ვეფხისტყაოსანია". "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ" - ამ ღონისძიებების ფარგლებში პარლამენტის წინ წარმოდგენილია "ვეფხისტყაოსნის" ინსპირაცია - ქაჯეთის ციხის იმიტაცია, თამარის ხიდის ანალოგი და პარლამენტის შენობაზე გამოფენილია "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები.
რუსთაველის გამზირზე ღონისძიებებს შეუერთდა თბილისის მერი დავით ნარმანია. ის გამოფენების დასათვალიერებლად მეუღლესთან, თიკა თინიკაშვილთან და უფროს შვილთან ერთად მივიდა.
იხილეთ: "ქაჯეთის ციხე" და "მიჯნურობის ხეივანი" - რუსთაველის გამზირზე ვეფხისტყაოსნის ეპოქაში დაბრუნდებითწუთიერი დუმილი და პირველი პირების მილოცვა - 300-ზე მეტი ახალწვეულის ფიცის დადების ცერემონია თავისუფლების მოედანზე
ხილით მორთული საქართველოს რუკა - პროდუქტები, რომლებიც რეგიონებში მოყავთ