ზაჰესის ხიდიდან გადამხტარი ქალი გარდაიცვალა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზაჰესის ხიდიდან გადამხტარი ქალი გარდაიცვალა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.ქალბატონი 53 წლის იყო. თვითმხილველების ინფორმაციით, იგი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს, თუმცა სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი იყო.