ბიზნესდავების გადაწყვეტა საქართველოში სასამართლოს გარდა სხვა სისტემაში, კერძოდ არბიტრაჟშია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ამ ინსტიტუტის უპირატესობებზე ამახვილებენ ყურადღებას, ქვეყანაში საარბიტრაჟო სისტემის მიმართ ნდობის საკითხი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ცნობადობის ამაღლების მიზნით, სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ბიზნესკომპანიებთან სამუშაო შეხვედრა, "არბიტრაჟი-სასამართლოს ეფექტური ალტენატივა" გამართა.საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივნის განცხადებით, არბიტრაჟს სასამართლოსთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს. ბექა ინჯიას განმარტებით ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი დავების გადაწყვეტის მოკლე პერიოდი და ნაკლები დანახარჯებია.