ბავშობაში ქაღალდის თვითმფრინავი ბევრ ჩვენგანს გაუკეთებია. თუმცა არსებობენ ენთუზიასტები, რომლმაც ამ გზით მსოფლიო რეკორდების დამყარება გადაწყვიტეს. 2012 წელს, აშშ-ში ერთ-ერთი საავიაციო მუზეუმის პატრონაჟით, ენთუზიასტთა ჯგუფმა მსოფლიოში ყველაზე დიდი ქაღალდის თვითმფრინავი შექმნა. მაგრამ სუსტი კონსტრუქციის გამო, პირველი და ერთადერთი გაფრენის შემდეგ, მფრინავი დაკუჭული მაკულატურის გროვას დაემსგავსა. 2014 წელს ენთუზიასტებმა ძალების მოსინჯვა კიდევ ერთხელ გადაწყვიტეს. ახალი თვითმფრინავს სახელად Arturo Desert Eagle უწოდეს.
თვითმფრინავი გოფრირებული მუყაოსგან დაამზადეს. ზუსტად ასეთივე მასალისგან მზადდება შესაფუთი ყუთები და კოლოფები. თვითმფრინავის კონსტრუქციის შემუშავებაში მონაწილე ენთუზიასტთა ჯგუფს ინჟინერი არტ ტომპსონი ხელმძღვანელობდა, რომელიც თავის დროზე სტრატეგიულ ბომბდამშენ B-2-ის პროექტირებაში მონაწილეობდა.